დარიექსი ანდროიდისთვის
დარიექსი ანდროიდისთვის
1. მრავალი დამოუკიდებელი ბაზის (შეუზღუდავი რაოდენობით) მხარდაჭერა (როგორც სხვადასხვა დისტრიბუტორისათვის/მოლარეებისათვის ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის);
2. ავტორიზაცია პროგრამის გაშვებისას (მომხმარებლით და პაროლით) (მომხმარებელების სია დარიექსი Windows–სთვის ბაზიდან);
3. მონაცემების გაცვლა სერვერთან დარიექსის ვებ–სერვისის გამოყენებით (კავშირი ინტერნეტით ან Wifi-ით);
4. კავშირი ვებ–სერვისთან ორი სხვადასხვა მარშრუტის საშუალებით (ინტერნეტი/ლოკალური ქსელი);
5. ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ინტერფეისი;
6. ოპერაციები: მყიდველის შეკვეთა, გაყიდვა, გაყიდულის დაბრუნება, სალაროს შემოსავალი, სალაროს გასავალი, აღწერა/ინვენტარიზაცია;
7. ორგანიზაციის ან მისი სავაჭრო წერტილის (ფაქტიური მისამართის) დამატების და შემდგომ სერვერთან სინქრონიზაციისას ფუნქცია დარიექსის Windows–სთვის ბაზაში ჩამატებით;
8. ორგანიზაციებზე სურათის (ლოგო) და საქონელზე მისი გამოსახულების მიბმის საშუალება (შემდგომში სიებში საჩვენებლად ორგანიზაციის/საქონლის ვიზუალური იდენთიფიკაციისთვის);
9. ოპერაციებში ორგანიზაციის არჩევისას ავტომატურად (ასინქრონულ რეჟიმში) ორგანიზაციის ვალის გამოტანა;
10. ახალი ოპერაციის დამატებისას თარიღის და დროის სერვერიდან აღების შესაძლებლობა (თუ ჩართულია შესაბამისი ოფცია);
11. გაყიდვისას და გაყიდულის დაბრუნებისას შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელ.ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა;
12. გაყიდულის დაბრუნების ეკრანში საქონლის არჩევისას შესაძლებელია მყიდველთან დარჩენილი ნაშთის ჩვენება (გაყიდული, დაბრუნებული, დარჩენილი რაოდენობების ეკრანი) (ეს ეკრანი გამოდის საქონლის არსებული ნაშთი ველზე დიდხანს <long click> დაჭერით);
13. საქონლის (თუ საჭიროა) დამატება/კორექტირების საშუალება პირდაპირ ანდროიდში;
14. სინქრონიზაციისას დისტრიბუტორის სახელით სერვერზე შესრულებული ოპერაციების ანდროიდში ჩამოტვირთვის საშუალება (მითითებულ დიაპაზონში);
15. ნებისმიერი ოპერაციის დამატებისას პირდაპირ მისი [ოპერაციის] სერვერზე სინქრონიზაციის ღილაკი;
16. საქონლის გასაყიდი ფასების (სხვადასხვა ფასის ტიპების) გამოყენების საშუალება;
17. შეკვეთის ოპერაციაში საქონლის ნაშთის ამოღება (შეკვეთის საწყობის მიხედვით) და ჩვენება სერვერიდან ასინქრონულ რეჟიმში;
18. ოპერაციის დამატება/კორექტირებისას საქონლის გაფილტვრა არჩეული ჯგუფის მიხდვით და მხოლოდ ნაშთის მქონე საქონლის ჩვენების ჩამრთველი;
19. ოპერაციის ჭრილში უკვე არჩეული საქონლის განსხვავებულად ჩვენება სასაქონლო სიაში (არჩეული როდენობის, ფასის და თანხის ჩვენებით);
20. მიმდინარე დღის ჭრილში ორგანიზაცია რომელთანაც უკვე შესრულებულია ოპერაცია ორგანიზაციების სიაში მონიშნულია განსხვავებულად (ჩანს ვიზიტის დრო და თანხა);
21. ორგანიზაციის და საქონლის ბარათები დეტალური თუ ჯამური ინფორმაციით. დაკავშირებული ოპერაციების ჩამონათვალით და ამ ოპერაციებზე გასვლის საშუალებით (დეტალიზაცია/ჩაბურღვა); ორგანიზაციების ბარათში არჩეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული (მასზე მიყიდული/შეკვეთილი) საქონლის დაჯგუფებული ბრუნვების ჩვენება;
22. მოწყობილობის კამერის გამოყენებით გადაღებული სურათ(ებ)ის (ოპერაციის ეკრანიდან) მიბმა ოპერაციებზე (კომენტარის მითითების თანხლებით) და მათი სერვერზე ოპერაციასთან ერთად გაგზავნა სინქრონიზაციის დროს;
23. კავშირის პარამეტრების შენახვის და შემდგომ სხვა მოწყობილობაზე ჩატვირთვის შესაძლებლობა კომპანიის gmail ექაუნთის გამოყენებით;
24. შტრიხკოდების წაკითხვის მხარდაჭერა მოწყობილობაში ინტეგრირებული კამერის დახმარებით (ინვენტარიზაციის ოპერაციის გასამარტივებლად); საქონლის იდენთიფიცირება კამერით ასევე მხარდაჭერილია (შტრიკოდების სკანირებით) გაყიდვის და შეკვეთის ოპერაციებში;
25. ნებისმიერი შესრულებული ოპერაციის ნახვის, კორექტირების, წაშლის, ფილტრაციის შესაძლებლობა;
26. ორგანიზაციების სიიდან არჩეული ორგანიზაციის ტელეფონზე (თუ ასეთი აქვს მითითებული) პირდაპირ დარეკვა;
27. ანალიზის უწყისები: ჯამური უწყისი; შეკვეთების, გაყიდვების, დაბრუნებების საქონლის და ორგანიზაციების მიხედვით (მითითებულ პერიოდში); სალაროს შემოსავლის და გასავლის ანალიზი (მითითებულ პერიოდში); ორგანიზაციების ვალების ანალიზი (გრაფიკულად); ყოველდღიური გაყიდვების (მითითებულ პერიოდში) ანალიზი გრაფიკულად; გალერეა; საქონლის ბრუნვები;
28. ორგანიზაციებზე მისი ფიზიკური მისამართების (გრძედი/განედი) მიბმის საშუალება ვიზუალურად პირდაპირ რუქაზე. ანალიზის ეკრანი: "მყიდველების მისამართები (რუქა)" სადაც ყველა ორგანიზაციის მისამართი ერთდროულად ჩანს რუქაზე;
29. სიებში (ანალიზის, ოპერაციების და სხვა) ბოლოში ჩანაწერების რაოდენობის და ჯამების (თუ ასეთი არსებობს) ჩვენება;
30. გაყიდვის და შეკვეთის ოპერაციებში საქონლის გასაყიდი ფასის შეცვლის შესაძლებლობა (თუ ამის უფლება დაშვებულია), ასევე პროცენტული ფასდაკლება როგორც თითოეულ საქონელზე ასევე მთლიან გაყიდვის ან შეკვეთის ოპერაციებზე.
31. მონაცემების ასლის აღდგენა/აღების ფუნქცია (ასლის პირდაპირ მეილზე გაგზავნის საშუალება);
32. პროგრამის მიერ გაუთვალისწინებელი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ერთ ღილაკზე დაჭერით პროგრამის მწარმოებელთან შეცდომის აღწერის გაგზავნის ფუნქცია;
33. პროგრამის განახლების ფუნქცია პირდაპირ პროგრამის შესაბამისი მენიუდან;
34. მოლარის რეჟიმი (დისტირბუტორის გარეშე), რაც უზრუნველყოფს პროგრამის გამოყენების შესაძლებლობას არამარტო დისტრიბუციის არამედ მოლარის რეჟიმში შესაბამისი ოპერაციების შესასრულებლად (გაყიდვა, შეკვეთა, დაბრუნება, სალაროს ოპერაციები, აღწერა/ინვერნტარიზაცია);
ვიდეო გაკვეთილების სარჩევი
(ვიდეო გაკვეთილებში განმარტებების წასაკითხად შეგიძლიათ ვიდეოს დროებით შეჩერება და შემდგომ გაგრძელება)
#01. დარიექსი ანდროიდისთვის - ოპერაციები
#02. დარიექსი ანდროიდისთვის – ახალი ბაზის გახსნა და სინქრონიზაცია
#03. დარიექსი ანდროიდისთვის – სინქრონიზაცია
#04. დარიექსი ანდროიდისთვის – ელ.ზედნადების ატვირთვა
#05. დარიექსი ანდროიდისთვის – საქონლის აღწერა/ინვენტარიზაცია
#06. დარიექსი ანდროიდისთვის – საქონლის/ორგანიზაციის ბარათები; სხვადასხვა ინსტრუმენტები
#07. დარიექსი ანდროიდისთვის – ანგარიშგებები, ანალიზი
#02 ახალი ბაზის გახსნა და სინქრონიზაცია.
#05 საქონლის აღწერა/ინვენტარიზაცია.
#06 საქონლის/ორგანიზაციის ბარათები; სხვადასხვა ინსტრუმენტები.