ფუნქციონალური აღწერა
პროგრამა დარიექსი შედგება რამოდენიმე (სხვადასხვა ფუნქციონალურობის) მოდულისგან, რომელიც მუშაობს შესაბამისი ლიცენზიის პაკეტის ჩართვის შემთხვევაში. მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის საჭირო ლიცენზიების პაკეტებს და პროგრამაც შესაბამისად მუშაობს ამ არჩევანის გათვალისწინებით. მომხმარებელს შეუძლია უკვე მუშაობის პროცესში არსებულ პაკეტებს დაუმატოს ახალი ლიცენზიის პაკეტ(ებ)ი და მიმდინარე მონაცემებით განაგრძოს მუშაობა. მაგალითად, როდესაც მომხმარებელს აქვს მინი პაკეტი (მრავალვალუტიანი პაკეტის გარეშე), მაშინ ყველა ფინანსური ოპერაცია სრულდება ბაზურ ვალუტაში და ამის შემდეგ, თუ იგი [მომხმარებელი] მოინდომებს მრავალ ვალუტასთან მუშაობას, ის უბრალოდ ყიდულობს შესაბამის ლიცენზიას და აგრძელებს მუშაობას უკვე მრავალვალუტიანი პროგრამით.
საქონლის სია
დარიექსში სასაქონლო სია მოიცავს ისეთ ველებს, როგორიცაა: დასახელება, მოკლე დასახელება, დამატებითი ინფორმაცია, საძიებო კოდი (ავტომატურად ენიჭება პროგრამის მიერ, მაგრამ შეიძლება ხელით შეცვლაც), შტრიხ–კოდი (გამოიყენება შესაბამისი სკანერით საქონლის ასარჩევად ოპერაციებში) და ასევე შტრიხ–კოდების სია, რომელიც ამ საქონელს უკავშირდება, მწარმოებლის კოდი და მწარმოებელი, გასაყიდი და შესაძენი ფასი და შესაბამისი ვალუტა, საქონლის ტიპი, ჯგუფი, მინიმალური და მაქსიმალური მარაგი (როგორც მთელი კომპანიის ჭრილში, ასევე თვითოეული საწყობის მიხედვით), მწარმოებელი ქვეყანა, დღგ–ს კოდი, თვითღირებულების ჩამოწერის მეთოდი, აქციზის id, ფასი და ერთეული, ნედლეული/მასალის და მზა პროდუქციის მოსანიშნი, ა/ფაქტურაში ატვირთვის მოსანიშნი, ერთეულები (ძირითადი, ელ–ზედნადების, ა/ფაქტურის,ანალიზის და სხვა დაკავშირებული ერთეულები), სურათები, ვარგისიანობის პერიოდი, დასახელებები შემოსავლების სამსახურთან დასაკავშირებლად, წონა ნეტო, წონა ბრუტო, მოცულობა, პასუხისმგებელი პირი, ელ. სასწორთან დაკავშირების ინფორმაცია, უარყოფითი ნაშთის კონტროლის მოსანიშნი, ბაზური ვალუტა მეორე თვითღირებულების აღრიცხვისათვის და სხვა.
მომწოდებლების და მყიდველების სია
დარიექსში ორგანიზაციების სიის (მყიდველები, მომწოდებლები და სხვა) ფორმირებისათვის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი ამა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ. ეს იქნება მისი დასახელება, მოკლე დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი, საძიებო კოდი, რეგისტრაციის თარიღი, ჯგუფი, სამართლებრივი ფორმა (შპს, ინდ. მეწარმე, სააქციო საზოგადოება და ა.შ.), იურიდიული და ფაქტიური მისამართები. ასევე სხვა განუსაზღვრელი რაოდენობის მისამართების ჩამონათვალი, ჯგუფი, საკონტაქტი ინფორმაცია: ტელეფონები, ელ–ფოსტა, ვებ გვერდი, დღგ–ს ტიპი და ა.შ. ასევე შეიძლება ორგანიზაციას მივაბათ საკონტაქტო პირები (ასევე შეუზღუდავი რაოდენობით). პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია მოიცავს სახელს და გვარს, თანამდებობას, ტელეფონებს, მისამართს, ელ–ფოსტას და ა.შ.), პასუხისმგებელი პირი, საქონლის გასაყიდი ფასის ტიპი, სავაჭრო წერტილების სია.
შესაძლებელია ასევე პროგრამიდან საიდენთიფიკაციო ნომრით შემოსავლების სამსახურის საიტთან დაკავშირება და ორგანიზაციის ინფორმაციის იქიდან ამოღება.
საქონლის შეძენა და ინვოისის ხარჯები
პროგრამაში შესაძლებელია საქონლის შეძენისას გაწეული პირდაპირი ხარჯების შეტანა, რაც გამოიწვევს მათ [ხარჯების] გადანაწილებას შეძენილ საქონელზე, არჩეული "გადანაწილების მეთოდის" მიხედვით და თვითღირებულებაში ასახვას. შესაძლებელია ხარჯის გადანაწილება თანხის, წონა ბრუტოს, წონა ნეტოს ან მოცულობის მიხედვით (იგულისხმება, რომ შესაბამისი სიდიდეები დაფიქსირებულია შეძენის ოპერაციაში). ამავე ოპერაციაში შესაძლებელია იმპორტირებული საქონლის დღგ–ს შეტანაც (როდესაც საქონელი შემოდის უცხოეთიდან იმპორტით). "თანხის გადანაწილების" ღილაკით კი შესაძლებელია მონიშნულ საქონელზე გადანაწილდეს შესაბამისად მითითებული თანხა.
გასაყიდი ფასის ტიპები
დარიექსში ერთი გასაყიდი ფასის ტიპი ავტომატურად მოყვება სასაქონლო სიას (ძირითადი ფასი) (რომლის გაუქმება შეუძლებელია). თუმცა შესაძლებელია საქონელზე გვქონდეს რამოდენიმე (განუსაზღვრელი რაოდენობის) გასაყიდი ფასები. მათი დამატება ხდება "ფასის ტიპების" სიიდან.
არსებობს ფასის ტიპის ორი სახეობა: სტანდარტული და დინამიური.
ფასის ტიპებს ასევე შესაძლებელია მიეთითოს ვალუტა (რაც განსაზღვრავს თუ რომელ ვალუტაშია შესაბამისი ფასი).
სტანდარტული ფასის შემთხვევაში ფასები ენიჭება თითოეულ საქონელს და ინახება მონაცემთა ბაზაში.
დინამიური ფასი არ ინახება მონაცემთა ბაზაში, არამედ გამოითვლება დინამიურად სხვა ფასებზე (როგორც სტანდარტულზე, ასევე სხვა დინამიურ ფასებზე და თვითღირებულებაზე) პროცენტული დამოკიდებულებით (თუმცა შესაძლებელია დინამიური ფასის ტიპის შემთხვევაშიც ზოგიერთ საქონელზე სურვილისამებრ დაფიქსირდეს სტანდარტული ფასიც). სტანდარტული ფასი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დინამიური ფასის ფორმირებისთვის. აქვე შესაძლებელია "დამრგვალების მეთოდის": [არ დავამრგვალოთ], [არითმეტიკული], [მხოლოდ ზევით], [მხოლოდ ქვევით] და ასევე დამრგვალების სიდიდის (0.01, 0.05, 0.1, 0.5, 1) მითითება.
საქონლის გასაყიდი ფასის განსაზღვრის ოპერაციაში შესაძლებელია როგორც თითოეულ საქონელზე კონკრეტულ ერთეულში ფასის განსაზღვრა, ასევე ფორმულის მითითებით პაკეტურად ბევრ საქონელზე (მონიშნული ან არჩეული ნებისმიერი კრიტერიუმით) ავტომატურად გამოთვლა. ფორმულაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უკვე არსებული სხვადასხვა ფასის ტიპები და არითმეტიკული მოქმედებები (დამატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ა.შ.)
შესაძლებელია მითითებული გასაყიდი ფასების მიხედვით ანალიზის ჩატარება სპეციალური უწყისის გამოყენებით, სადაც პროგრამაში არსებული ორივე თვითღირებულების მიმართ არჩეული გასაყიდი ფასების სრულ ანალიზს ნახავთ, სხვაობებით და პროცენტული დამოკიდებულებებით (ამ უწყისში ნახავთ თითეული საქონლის მიმდინარე ნაშთს, ერთეულის ორივე თვითღირებულებას, არჩეულ გასაყიდ ფასს და სხვაობას გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებებს შორის, ასევე პროცენტულ დამოკიდებულებას და ნაშთს სხვაობით)
ერთეულების მხარდაჭერა
საქონელზე ძირითადი ერთეულის მცნება;
თითოეულ საქონელზე ინდივიდუალურად ძირითად ერთეულთან ნებისმიერი რაოდენობის ერთეულის დაკავშირება და მათ შორის კავშირის მითითების საშუალება;
საქონლის გასაყიდი ფასი დაკავშირებულ ერთეულში;
ზედნადების ერთეული თითოეული საქონლისათვის (რაც ნიშნავს მითითებულ ერთეულში ზედნადების ატვირთვა/დაბეჭდვას);
გაყიდვის ერთეული (ნაგულისხმევი მნიშვნელობა) და გაყიდვის ოპერაციაში ავტომატურად ამ ერთეულის გამოჩენა;
სასაქონლო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა სხვადასხვა ერთეულში (იქვე ოპერაციაში კავშირების მნიშვნელობების ჩვენება):
შეძენა, გაყიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა, საქონლის გადატანა, წარმოება, გაყიდვა მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან;
საქონლის ნაშთები/ბრუნვები ძირითად ერთეულში;
ნაშთების უწყისი გაყიდვის ერთეულში;
ერთეულების გადმოწერის საშუალება შემოსავლების სამსახურის ვებ-სერვისის გამოყენებით;
მრავალი საწყობის მხარდაჭერა
ეს ფუნქცია მოიცავს განუსაზღვრელი რაოდენობის საწყობების დამატების საშუალებას. ოპერაციების (შეძენა, გაყიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა, აღწერა, გაყიდვა მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან, წარმოება, დაშლა და ა.შ.) შესრულების შესაძლებლობას სხვადასხვა საწყობში, საწყობებს შორის საქონლის გადატანის ოპერაციას.
სასაქონლო ზედნადების ბეჭდვა და შემოსავლების სამსახურში ატვირთვა საწყობის (დისტრიბუტორის ბორტის) ნაშთის მიხედვით;
ასევე შესაძლებელია საწყობების დონეზე განისაზღვროს საქონლის უარყოფით ნაშთზე გასვლის კონტროლი;
შედეგების ნახვა სხვადასხვა საწყობების (როგორც ყველა ერთად, ასევე ცალ-ცალკე) ჭრილში: ნაშთები, ბრუნვები;
ყველა საწყობის ნაშთის უწყისი.
მრავალი ვალუტის მხარდაჭერა
დარიექსი საშუალებას იძლევა საქონლის შეძენა, ინვოისის ხარჯები, გაყიდვა, დაბრუნებები, თანხის შემოსვლა/გასვლის, ვალის გაქვითვის ოპერაციები აწარმოოთ როგორც ბაზურ ვალუტაში, ასევე სხვა ვალუტებშიც. ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ, ან პროგრამიდან ავტომატურად ჩამოტვირთოთ ბანკის საიტიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსები (როგორც მიმდინარე დღის, ასევე ძველიც- დიაპაზონის მითითებით). საქონლის შეძენის და გაყიდვის ფასები არჩეულ ვალუტაში (რაც გულისხმობს რომ პროგრამა ავტომატურად გადაიყვანს ოპერაციაში მითითებული თარიღის მიხედვით დაფიქსირებული კურსით შესაბამის ფასს ოპერაციის ვალუტაში). ასევე შესაძლებელია ე.წ. 'გაყიდვის კურსის' თანხლება, რაც გულისხმობს ეროვნული ბანკის კურსისგან განსხვავებული კურსის შეტანის და გამოყენების (გაყიდვის ოპერაციაში) შესაძლებლობას. შეძენის, ინვოისის ხარჯების, თანხის შემოსვლა/გასვლის, ვალის გაქვითვის ოპერაციებში (და ასევე სხვა ოპერაციებში) კი შეიძლება ეროვნული ბანკის კურსისგან განსხვავებული კურსის დაფიქსირება თითოეულ ოპერაციაში ინდივიდუალურად.
შესაძლებელია სხვადასხვა სალაროს და ბანკის ანგარიშის აღრიცხვა სხვადასხვა ვალუტაში.
მომწოდებლებისა და მყიდველების დავალიანებისა და ბრუნვითი უწყისების ნახვა სხვადასხვა ვალუტაში (ნომინალი) და ასავე კროსკურსით ერთ რომელიმე ვალუტაში გადაყვანილი.
პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია კურსის მოგვიანებით შეტანის (ან ცვლილების) შემთხვევაში წინა, უკვე შესრულებულ ოპერაციებში, კურსის პაკეტური გადათვლის ოპერაციაც (არ შეეხება ისეთ ოპერაციებს, სადაც კურსი დაფიქსირებულია).
დღგ–ს და აქციზის აღრიცხვა
პროგრამაში გათვალისწინებულია დღგ–ს და აქციზის აღრიცხვა. პროგრამის მფლობელ კომპანიას, მყიდველ და გამყიდველ ორგანიზაციას და ასევე საქონელს ეთითება დღგ–ს კოდი, რომელიც განსაზღვრავს ეკუთვნის 18% დღგ, 0% დღგ თუ გათავისუფლებულია და პროგრამაც შესაბამისად არიცხავს დღგ–ს, ან არ არიცხავს შესაბამის ოპერაციებს (შეძენა, შეძენილის დაბრუნება, გაყიდვა, გაყიდულის დაბრუნება). საქონელს ასევე ეთითება ეკუთვნის თუ არა აქციზი და შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული სიიდან ეთითება შესაბამისი იდენთიფიკატორი და აქციზის ფასი და ერთეული. ასევე გათვალისწინებულია დღგ ინვოისის ხარჯების შეტანისას (აქვეა იმპორტირებული საქონლის დღგ–ს შეტანის შესაძლებლობა). პროგრამა ასევე შეიცავს წინა, უკვე შესრულებულ ოპერაციებზე დღგ–ს გადათვლის ოპერაციას (დღგ–ს მახასიათებლების შეცვლის შემთხვევაში)
დღგ–ს და აქციზის ჯამური სიდიდეების სანახავად მითითებულ პერიოდში გათვალისწინებულია სპეციალური უწყისი, სადაც დაჯამებულია დღგ და აქციზი ოპერაციების მიხედვით.
მონაცემების იმპორტი ექსელიდან სასტარტო ნაშთის დასმით
პროგრამაში მუშაობის დაწყებისათვის მნიშვნელოვანია სასტარტო მონაცემების შეტანა. ამისათვის გათვალისწინებულია სპეციალური მოდული, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ექსელში წინასწარ მომზადებული (ან სხვა ძველი პროგრამიდან ექსპორტირებული) მონაცემების იმპორტი დარიექსის ბაზაში. როგორც სასაქონლო სიის და მისი რაოდენობრივი ნაშთების (თვითღირებულების გათვალისწინებით და სხვადასხვა საწყობში განაწილებით), ასევე ორგანიზაციების ვალების იმპორტით. შესაძლებელია მყიდველების ვალების იმპორტი დისტრიბუტორების მიხედვითაც. ამ მოდულით შესაძლებელია ნებისმიერი ველის იმპორტი შესაბამისი დანიშნულების ცხრილში (თუ რომელი 'წყაროს' ველი რომელ 'დანიშნულების' ველს მიენიჭოს, ამას განსაზღვრავს თვითონ მომხმარებელი იმპორტისას).
თუმცა, სასტარტო ნაშთის დასმა საქონელზე, მყიდველზე და მომწოდებელზე შესაძლებელია იმპორტის გარეშეც მოხდეს- ამისათვის შექმნილი სპეციალური ეკრანების დახმარებით.
თვითღირებულების ავტომატური დათვლა სხვადასხვა მეთოდებით
საქონლის თვითღირებულების დათვლას დარიექსი აწარმოებს ავტომატურად ოპერაციების შესაბამისად ბაზურ ვალუტაში. საქონლის ჩამოწერისას თვითღირებულების დათვლისათვის გამოყენებულია მეთოდები: FIFO (First In, First Out) და საშუალო შეწონილი. ეს შესაძლებელია განისაზღვროს თითოეული საქონლისათვის ინდივიდუალურად. მითითებული მეთოდის მიხედვით პროგრამა ავტომატურად ითვლის თითოეული საქონლისათვის თვითღირებულებას (გაყიდვისას, ჩამოწერისას, შეძენილის დაბრუნებისას, გაყიდულის დაბრუნებისას, წარმოებული ნედლეულის ჩამოწერისას და ა.შ.) და შესაბამისად გამოითვლის ფასთა სხვაობასაც. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია თვითღირებულების გადათვლის ფუნქცია (როდესაც ოპეაციების კორექტირება ხდება წინა თარიღში), როგორც ყველა საქონელზე, ასევე კონკრეტულ ამორჩეულ საქონლებზე.
ფულადი სახსრები (მრავალი სალაროს და საბანკო ანგარიშის თანხლება)
დარიექსში შეგიძლიათ აღრიცხოთ კომპანიის სალაროები და საბანკო ანგარიშები. თითოეული სალარო ან საბანკო ანგარიში განსაზღვრულია ერთ კონკრეტულ ვალუტაში. სალაროს და ბანკის ანგარიშების გამოყენებით პროგრამაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების შემოსვლების და გასვლების დაფიქსირება სალაროების და საბანკო ანგარიშების მიხედვით. ასევე შესაძლებელია თანხის მოძრაობა სალაროებს, საბანკო ანგარიშებსა და სალაროსა და საბანკო ანგარიშებს შორის პროგრამაში არსებული სპეციალური ოპერაციებით.
შესაბამისად შესაძლებელია ფულადი სახსრების მოძრაობების ანალიზი სალაროების და საბანკო ანგარიშების მიხედვით სხვადასხვა პერიოდში ბრუნვების, ნაშთების და ბარათის სახით.
შემოსავლების სამსახურთან კავშირი
პროგრამაში მრავალმხრივი მიმართულებით ინტეგრირებულია ინსტრუმენტები შემოსავლების სამსახურის პორტალთან (rs.ge) კავშირისათვის. ამ მიმართულებით პროგრამიდან შესაძლებელია შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ელექტრონული დეკლარირების მომხმარებლის მიხედვით სერვისის მომხმარებლების მართვა (მომხმარებლის ინფორმაციის კორექტირება, სიის ნახვა და ა.შ.);
ელექტრონული ზედნადებების ატვირთვა შესაბამისი სტატუსით (შენახვა/გააქტიურება/დასრულება);
ზედნადების კორექტირება საიტზე (ხელახალი ატვირთვის საშუალებით წაშლის გარეშე. უბრალოდ იგივე ზედნადებს პროგრამიდან ხელახლა ატვირთავთ და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ავტომატურად მოხდება კორექტირება);
სტატუსის და ნომრის ჩამოტვირთვა (იმ შემთხვევაში თუ საიტზე შეიცვალა);
ელ. ზედნადების ატვირთვისას აუცილებელი მნიშვნელობების ავტომატურად შევსება დარიექსის მონაცემთა ბაზიდან (გამყიდველის და მყიდველის საიდენთიფიკაციო ნომრის და დასახელების, სატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ტრანსპორტირების დაწყება/დამთავრების ადგილის, გამგზავნის და მიმღების დასახელებების);
დისტრიბუციის წესით ზედნადებების ატვირთვა (მთავარი ზედნადები) და გაყიდვისას ქვე–ზედნადებად გაყიდვის ოპერაციის მიბმა და შესაბამისად ატვირთვა (ასევე შედარების უწყისი);
შიდა გადაზიდვის და დაბრუნების ზედნადების ატვირთვა (შესაბამისი ინფორმაციის მითითებით);
ელ. ზედნადების დახურვის და წაშლის ფუნქციები.
ნებისმიერი დიაპაზონის ჭრილში მყიდველის მხარის და ასევე გამყიდველის მხარის ელ.ზედნადებების პაკეტურად ჩამოტვირთვის შესაძლებლობა და ავტომატურად შესაბამისი გაყიდვის ან შეძენის ოპერაციის გაკეთება;
ჩამოტვირთვის წინ მძღოლის, მანქანის, ზედნადების ტიპის და სტატუსის ფილტრის მითითების საშუალება; საქონლის იდენთიფიკაციის ველის მითითების საშუალება (კოდი, შტრიხკოდი, დასახელება); დარიექსის ბაზაში უკვე მიღებული ელ.ზედნადებების გამოტოვების და ასევე ჯამური თანხის შედარების ფუნქცია;
საქონლის და ორგანიზაციების ავტომატურად შექმნის შესაძლებლობა იმპორტისას (ამასთანავე ორგანიზაციის შექმნისას საიდენთიფიკაციო ნომრის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ბაზიდან ავტომატურად ორგანიზაციის რეკვიზიტების ამოღების შესაძლებლობა)
ასევე შეიძლება საიტზე უკვე არსებული ზედნადების დაკავშირება დარიექსში არსებულ ოპერაციასთან.
საიტზე არსებული ქვე–ზედნადების, შეძენილი და გაყიდულის დაბრუნებების და შიდა გადაზიდვის ზედნადებების პაკეტური ჩამოტვირთვა პროგრამაში, რომელიც ავტომატურად შექმნის შესაბამის ოპერაციებს დარიექსის ბაზაში.
ასევე შესაძლებელია დარიექსის ბაზაში არსებული ოპერაციების მონიშვნით პაკეტურად შედარება შემოსავლების სამსახურის საიტზე არსებულ ინფორმაციასთან
ეს ფუნქცია ადარებს დარიექსის ბაზის და შესაბამისი შემოსავლების სამსახურის საიტზე არსებული ზედნადების საქონლის ჩამონათვალს, თითოეული საქონლის რაოდენობას, ერთეულს, ფასს და ჯამურ თანხას და ვიზუალურად აჩვენებს განსხვავებებს.
ასევე გათვალისწინებულია:
საგადასახადო ა/ფაქტურის ატვირთვა/გადაგზავნა მყიდველის მხარეს;
რამდენიმე ა/ფაქტურის (მონიშნულების) ერთად ატვირთვა;
ერთი მყიდველის რამდენიმე ა/ფაქტურის გაერთიანება და ისე ატვირთვა;
ა/ფაქტურის სტატუსის და ინფორმაციის ჩამოტვირთვა და დარიექსის ბაზაში დამახსოვრება;
მყიდველის შეკვეთები/ მომწოდებელთან შეკვეთები
დარიექსში გათვალისწინებულია შეკვეთების მიღების, დამუშავების და შესრულების ფუნქციაც. მყიდველისგან მიღებულ და ასევე მომწოდებელთან დაფორმირებულ შეკვეთას აქვს სტატუსის ველი (შეთანხმებული, არაა შეთანხმებული, დახურული, გაუქმებული), ასევე საქონლის რეზერვირების დროშა. რაც ნიშნავს, რომ შეკვეთილი საქონელი შესაძლებელია (მყიდველის მოთხოვნის მიხედვით) დარეზერვირდეს და მისი გაყიდვა ან ჩამოწერა ვერ მოხდეს ამ შეკვეთის შესრულების გარეშე, ხოლო მომწოდებელთან შეკვეთის შემთხვევაში კი ამ საქონელზე მოხდეს მყიდველის შეკვეთის მიღება (ანუ საქონელი რომელიც გზაშია, შესაძლებელია მყიდველის მიერ მიღებულ შეკვეთაში გავითვალისწინოთ). ასევე შესაძლებელია შეკვეთების პაკეტურად ავტომატური შესრულება (ანუ შესაბამისი გაყიდვის ან შეძენის ოპერაციის დაფორმირება) შემოსავლების სამსახურში ატვირთვა და შესაბამისად რეზერვირების მოხსნაც, ასევე ერთ შეკვეთაზე რამდენიმე გაყიდვის/შეძენის ოპერაციის დაკავშირება (შეკვეთის ნაწილ-ნაწილ შესრულებისთვის). ხოლო ანალიზის ნაწილში გათვალისწინებულია შესაბამისი ნაშთების უწყისი, რომელიც გვიჩვენებს ნებისმიერი თარიღისათვის საქონლის დარეზერვირებულ და შეკვეთილ რაოდენობებს. ასევე შესაძლებელია შეკვეთის ოპერაციის საფუძველზე პროფორმა ინვოისის ფორმის დაბეჭდვაც.
მყიდველთან/მომწოდებელთან ოპერაციების აღრიცხვა და შემდგომი ანალიზი სავაჭრო წერტილების/მისამართების მიხედვით
ორგანიზაციებზე შესაძლებელია მათი სავაჭრო წერტილების/მისამართების მითითება (განუსაზღვრელი რაოდენობით). შემდგომში კი მყიდველების/მომწოდებლების სავაჭრო წერტილების მიხედვით გაყიდვის, შეძენის, გაყიდულის დაბრუნების, შეძენილის დაბრუნების, ანგარიშსწორების, ვალის გაქვითვის (გადაფასების), სასტარტო ნაშთების დასმის ოპერაციების შესრულება; შემდგომ ამის მიხედვით ანალიზი (მყიდველის/მომწოდებლის ნაშთები, ბრუნვები, მყიდველის/მომწოდებლის ბარათში დავალიანების ჩვენება სავაჭრო წერტილის მიხედვით)
მოლარის/დისტრიბუტორის პანელი
თანამშრომლების და მოლარეების სია;
მოლარის/დისტრიბუტორის პანელი: საქონლის გაყიდვა/დაბრუნება/შეკვეთის მიღება; ამ პანელიდან შესრულებული ოპერაციების სიის ნახვა.
გაყიდვების/დაბრუნებების ნახვა მოლარეების მიხედვით (საჭიროებისამებრ მათი წაშლა/კორექტირების შესაძლებლობა);
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება (სალაროს/ბანკის მითითებით); ასევე კომბინირებული ანგარიშსწორება (ანუ ერთი ჩეკის ჭრილში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობა);
თანხის შემოსვლა/გასვლა პირდაპირ მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან;
მყიდველის მითითების საშუალება;
შტრიხ–კოდ სკანერით მუშაობის მხარდაჭერა და სალარო აპარატზე ავტომატურად ჩეკის დაბეჭდვა (საქონლის ჩამონათვალით ან მის გარეშე), ასევე სურვილისამებრ წინასწარ აწყობილი შაბლონის მიხედვით შესრულებული ოპერაციის შედეგის თერმულ პრინტერზე დაბეჭდვის შესაძლებლობა;
Z-რეპორტის და X-რეპორტის ამობეჭდვა;
ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციის გადადება და შემდეგ გადადებულის ჩატვირთვა უკან მოლარის/დისტრიბუტორის პანელში;
საქონლის არჩევის სხვადახვა მეთოდები: შტრიხ–კოდ სკანერით, პირდაპირ სიაში საქონლის ჩამოშლადი სიიდან არჩევით, კოდის/შტრიხ–კოდის პირდაპირ შეტანით სიაში, სპეციალური კატალოგიდან არჩევით (სადაც გამოტანილია მთელი საქონლის სია თავისი მახასიათებლებით, გასაყიდი ფასებით და ნაშთებით), მალსახმობის პანელიდან ვიზუალურად სურათების მიხედვით.
საქონლის ასარჩევი მალსახმობიდან ან კატალოგიდან.
შტრიხ–კოდ სკანერის გამოყენება
დარიექსში შტრიხ–კოდ სკანერით მუშაობის გასამარტივებლად გათვალისწინებულია შემდეგი:
შესაძლებელია შტრიხ–კოდ სკანერისათვის კოდის პრეფიქსის და სუფიქსის დაყენება, რაც ძალზედ აადვილებს სკანირების პროცესს, ვინაიდან არ არის საჭირო სკანირებისას სპეციალურ ველზე დაყენება.
ასევე შესაძლებელია შტრიხ–კოდი გამოყენებული იქნას ელექტრონული სასწორით საქონლის გაყიდვისათვის. ამისათვის დარიექსში გათვალისწინებულია შემდეგი რამ:
პარამეტრებში შტრიხ–კოდ სკანერის შაბლონის მითითების საშუალება, სადაც შესაძლებელია განისაზღვროს შაბლონის პრეფიქსი, საქონლის ნაწილი, ფასი ან წონა (თავისი მთელი და წილადი ნაწილებით), საკონტროლო თანრიგები.
ხოლო საქონლის სიაში გათვალისწინებულია მოსანიშნი "გავაექსპორტოთ ელექტრონული სასწორისათვის" და შესაბამისი ღილაკი, რომელიც შეავსებს წინასწარ მითითებულ მარშრუტში სასწორის ფაილს ექსპორტის შაბლონის მიხედვით. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სასწორების მითითებაც და მათთვის შესაბამისი შაბლონის და საექსპორტო ფაილის მარშრუტის განსაზღვრაც.
ასევე არის შესაძლებლობა ერთ საქონელს მიეთითოს რამოდენიმე შტრიხ–კოდი თავისი ერთეულებით; შესაძლებელია ავტომატურად (პარამეტრებში განსაზღვრული პრეფიქსის გათვალისწინებით) პროგრამამ დააფორმიროს უნიკალური შტრიხ–კოდი; ასევე შესაძლებელია ამ შტრიხ–კოდების დაბეჭდვა შესაბამის პრინტერზე ეტიკეტების სტილში (რომელიც ასევე შეიძლება აიწყოს მომხმარებლის სურვილისამებრ სპეციალური შაბლონის გამოყენებით)
სალარო აპარატთან კავშირი
პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია სალარო აპარატთან (Daisy eXpert და Daisy PERFECT S) კავშირი. თუ შესაბამის პარამეტრებში ჩართულია სალარო აპარატზე ბეჭდვა, მაშინ პროგრამა გაყიდვის ოპერაციის დასრულებისთანავე ავტომატურად ამობეჭდავს შესაბამის ჩეკს სალარო აპარატზე. შესაძლებელია ასევე ჩართოთ ჩეკზე გაყიდული საქონლის ჩამონათვალის ბეჭდვის ოფცია (რაც დამატებითი ჩეკის დაბეჭდვას აგაცილებთ თავიდან და ასევე შეიძლება ასეთი ჩეკი, რომელზედაც გაყიდული საქონელი, რაოდენობა და ფასია დაბეჭდილი, გამოიყენოთ დაბრუნებისას, როდესაც გინდათ დაადგინოთ მომხმარებელმა მართლა ეს საქონელი შეიძინა თუ არა). პროგრამა ჩეკის დაბეჭდვის შემდეგ იღებს მის ნომერს (ჩეკის ნომერი) და ინახავს გაყიდვის ოპერაციასთან ერთად, ასე რომ, შესაძლებელია შემდგომში დაადგინოთ, თუ რომელმა ოპერაციამ რომელი ნომრის ჩეკი დაბეჭდა. ასევე შესაძლებელია სურვილისამებრ თქვენი კომპანიის ლოგოს, მისამართის და სლოგანის დაბეჭდვაც ჩეკში. გათვალისწინებულია X და Z რეპორტების ბეჭდვა პირდაპირ პროგრამიდან. ასევე შესაძლებელია ჩართოთ რეჟიმი სალარო აპარატის ჩეკის დაბეჭდვა უნაღდო ანგარიშსწორების დროს. პროგრამაში გათვალისწინებულია დაბეჭდილი ჩეკების სპეციალური ჟურნალი, სადაც ჩანს ყველა დაბეჭდილი ჩეკის თარიღი (მათ შორის X და Z რეპორტების ბეჭდვის)
წარმოება
დარიექსში საქონლის წარმოების მოდული მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
კალკულაციების მართვა (დამატება/კორექტირება/წაშლა);
კალკულაცია წარმოადგენს მზა პროდუქციის აწყობის ან დაშლის რეცეპტის აღწერას და გულისხმობს, თუ რა რაოდენობის მზა პროდუქციის აწყობას (დამზადებას)/დაშლას, რომელი ნედლეული და მასალა სჭირდება და რა რაოდენობით, აქვე შეიძლება განისაზღვროს წარმოებისათვის (როგორც აწყობა ისე დაშლა) საჭირო სხვა დამატებითი ხარჯები და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა.
შესაძლებელია ერთიდაიგივე საქონლისთვის სხვადასხვა კალკულაციების შექმნა. აქვე შესაძლებელია მზა პროდუქციის გასაყიდი ფასის განსაზღვრა სავარაუდო თვითღირებულებისათვის ფასნამატის პროცენტის დამატების გათვალისწინებით. შემდგომში ეს კალკულაცია გამოიყენება წარმოების ოპერაციაში.
უშუალოდ წარმოების ოპერაციის შექმნისას (როგორც აწყობის ასევე დაშლის) შესაძლებელია როგორც უკვე გამზადებული კალკულაციის არჩევა (რაც ავტომატურად შეავსებს მზა პროდუქციის წარმოებისთვის/დაშლისთვის საჭირო ნედლეულის და მასალების სიას თავისი რაოდენობებით და ერთეულებით და ასევე დამატებითი ხარჯებით), ასევე საწარმოებელი/დასაშლელი პროდუქციის არჩევა და მისი შესაბამისი ნედლეულის და ხარჯების მითითებაც. თუმცა კალკულაციის არჩევის შედეგად შევსებული ნედლეულის და დამატებითი ხარჯების ცვლილებაც არის შესაძლებელი. აქვე ეთითება თუ რომელ საწყობში უნდა იწარმოოს (აიწყოს/დაიშალოს) მზა პროდუქცია და რომელი საწყობებიდან ჩამოიწეროს/შეიქმნას ნედლეული. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე საქონლის ერთდროულად წარმოება (აწყობა/დაშლა).
წარმოების შედეგების ნახვა შესაძლებელია ნაშთებში/ ბრუნვითი უწყისის შესაბამის სვეტებში და ასევე საქონლის ბარათში. ანალიზის განყოფილებაში ასევე გათვალისწინებულია წარმოებული საქონლის და მასალების უწყისები.
შესაძლებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ აწყობის/დაშლის ოპერაციებზე არაპრიდაპირი ხარჯების ავტომატური გადანაწილების ოპერაციის გაშვებაც, რაც გამოიწვევს არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილებას წარმოებულ პროდუქციაზე (როგორც აწყობა ისე დაშლა)
თანხების შემოსვლა/გასვლები; კონვერტაცია/კონვერსიის ოპერაცია; ვალის გაქვითვა
დარიექსში შესაძლებელია ფულადი სახსრების აღრიცხვა, რაც გულისხმობს მომწოდებლებთან და მყიდველებთან (ან სხვა ანგარიშვალდებულ პირებთან) ფინანსური ოპერაციების წარმოებას. საქონლის შეძენის, გაყიდულის დაბრუნების, თუ სხვა ოპერაციების შესრულებას ხშირად თან სდევს თანხის მოძრაობაც სალარო ანგარიშებზე ან საბანკო ანგარიშებზე. დარიექსში გათვალისწინებულია ასეთ ოპერაციებზე (შეძენა, გაყიდვა, დაბრუნება, ინვისის ხარჯის დადება და ა.შ.) ავტომატური ანგარიშსწორების ოპერაციები (თუ ასეთი არსებობს). ასევე შესაძლებელია ანგარიშსწორება მოხდეს მოგვიანებით (სხვა თარიღში), ამისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ოპერაციები. შეგიძლიათ დაბეჭდოთ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები. ანგარიშსწორებისას შესაძლებელია ვალუტის მითითებაც. ხოლო ანალიზის განყოფილებაში ნახავთ მომწოდებლების და მყიდველების ვალების უწყისს, ბრუნვით უწყისს და ბარათს, ასევე სალაროს და ბანკის ანგარიშების ნაშთებს, ბრუნვებს და ბარათს.
დარიექსში არის ასევე კონვერტაცია/კონვერსიის და ვალის გაქვითვის ოპერაციები. პირველი გამოიყენება ფულის ერთი საცავიდან მეორეში გადატანისთვის (მაგალითად ერთი სალაროდან მეორეში, ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორეში, ან სალაროდან ბანკში, ან პირიქით) და ასევე ერთი ვალუტიდან მეორეში კონვერტაციისას. ხოლო ვალის გაქვითვა გამოიყენება ორანიზაციებისადმი ვალის ხელოვნურად კორექტირებისათვის.
დისტრიბუცია
დარიექსში გათვალისწინებულია დისტრიბუციის მოდულიც, რაც მოიცავს შემდეგს:
დისტრიბუტორების სია (რომელსაც მიბმული აქვს საწყობი(ბორტი), სალარო, სატრანსპორტო საშუალება, მძღოლი);
გაყიდვის/დაბრუნების და ანგარიშსწორების ოპერაციებზე დისტრიბუტორის მიბმა;
მყიდველების სასტარტო ნაშთები დისტრიბუტორების მიხედვით;
დისტრიბუტორის მიხედვით ფინანსური ბრუნვები ორგანიზაციების ჭრილში;
დისტრიბუტორის პანელი (საქონლის მოსახერხებელი არჩევისათვის, მყიდველი ორგანიზაციის მიბმისათვის, ანგარიშსწორებისათვის, სალარო აპარატზე ჩეკის დაბეჭდვისათვის, შტრიხ–კოდ სკანერის გამოყენებისათვის, ქვე–ზედნადების ატვირთვისათვის და შედეგების ნახვისათვის) აწყობილი ერგონომიული ეკრანი.
დისტრიბუტორების მყიდველების და საქონლის მიხედვით მითითებულ პერიოდში დაჯგუფებული გაყიდვა/დაბრუნებების უწყისი
აღწერის ოპერაცია
აღწერის ოპერაცია გამოიყენება პროგრამაში არსებული ნაშთის რეალურად დათვლილ ნაშთთან შესადარებლად და სურვილისამებრ გასასწორებლად. ამ ოპერაციის შესრულებისას დგინდება სხვაობა (მეტობა ან ნაკლებობა) პროგრამის და რეალურ (ფაქტიურ) ნაშთს შორის, რაც შეგვიძლია უბრალოდ დავაფიქსიროთ და შევინახოთ, როგორც ინფორმაცია. თუმცა, ასევე არის შესაძლებელი ავტომატურად დანაკლისი გაუშვათ როგორც გაყიდული, ხოლო მეტობა- როგორც შემოსვლა (ინვენტარიზაცია), რაც შესაბამისად შეასრულებს გაყიდვის/შემოსვლა (ინვენტარიზაციის) ოპერაციას სხვაობის/მეტობის რაოდენობით და გაასწორებს ნაშთს.
უარყოფითი ნაშთის კონტროლი
საქონლის ნაშთის უარყოფით მნიშვნელობაზე გასვლისას (ანუ როდესაც ვყიდით საქონელს, რომლის რაოდენობაც არ გვაქვს) პროგრამას შეუძლია იმოქმედოს სხვადასხვანაირად. კერძოდ, შესაძლებელია, გარკვეული სიტუაციის გათვალისწინებით დაუშვათ პროგრამაში უარყოფით ნაშთზე გასვლა, ხოლო ზოგჯერ შეგვიძლია ეს შევზღუდოთ. ასევე შესაძლებელია უარყოფითი ნაშთის კონტროლი ჩაურთოთ/გამოურთოთ კონკრეტულ საწყობებს (რაც ნიშნავს, რომ ნაშთის გაკონტროლება მოხდება ამა თუ იმ საწყობში ინდივიდუალურად) ან კონკრეტულ საქონელს (იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ გლობალური კონტროლი და საწყობზე კონტროლი გამორთულია).
ასევე შესაძლებელია კონკრეტულ მომხმარებელს მივცეთ უფლება, რომ შეეძლოს უარყოფითი ნაშთით ოპერაციის შესრულება.
საქონლის აღრიცხვა სერიებით
პროგრამის პარამეტრებში შესაბამისი მოსანიშნის ჩართვის შემდეგ შესაძლებელი ხდება საქონლის აღრიცხვა სერიების მიხედვით. ეს საშუალებას გვაძლევს ერთი საქონელი გვქონდეს სხვადასხვა სერიის, მაგალითად სხვადასხვა ვარგისიანობის ვადის. რაც ნიშნავს, რომ საქონლის ნაშთის აღრიცხვა მოხდება სერიებით, ანუ საქონლის ყველა სერიას ექნება თავისი ნაშთი. შესაბამისად, ყველა სასაქონლო ოპერაციაში საჭირო იქნება სერიის მითითება. მაგალითად, შეძენაში შეგიძლიათ მიუთითოთ ახალი სერია (რომელსაც პროგრამა შემდეგ თვითონ შექმნის), ან აირჩიოთ არსებული (თუ იგივე სერიის საქონელს იძენთ), ხოლო გაყიდვის (ან ჩამოწერის ან გადატანის და ა.შ.) შემთხვევაში პროგრამა თვითონ გაგიმზადებთ სერიას ნაშთის მქონე პირველი შემხვედრი სერიის სახით (FEFO First Ended, First Out).
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში კი პროგრამა საქონელს არ გაგაყიდინებთ და გამოვა შესაბამისი შეტყობინება
ნაშთების უწყისში არის მოსანიშნი "საქონელი სერიების მიხედვით", რომელიც აჩვენებს ნაშთებს დეტალურად უკვე სერიების მიხედვით. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ანალიზური უწყისი "გაყიდული საქონლის ვარგისიანობის ვადის ამოწურვის უწყისი", რომელიც გვიჩვენებს მითითებულ პერიოდში რომელ გაყიდულ საქონელს როდის ეწურება ვარგისიანობის ვადა (მოსახერხებელია დისტრიბუციისას იმის დასადგენად, მომხმარებელთან არსებულ ჩვენ საქონელს ხომ არ ეწურება ვადა, რომ მოხდეს მისი ჩანაცვლება)
მარშრუტები
დარიექსს, დისტრიბუციის მოდულში გააჩნია მარშრუტების მხარდაჭერა. მარშრუტების სია წარმოადგენს იერარქიულ სქემას, სადაც შესაძლებელია დისტრიბუტორების (და არა მარტო) მოძრაობის მარშრუტების აღწერა. რეგიონების, ქალაქების, უბნების და ა.შ. ნებისმიერი დეტალიზაციის დონეზე. ამ იერარქიის ბოლო დონეს წარმოადგენს ორგანიზაცია (ან მისი სავაჭრო წერტილი/მისამართი). ამ ღია სტრუქტურის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის სქემის აღწერა და შემდგომში შეცვლაც (გადაწყობა). შემდგომში შესაძლებელია ამ აწყობილი მარშრუტების მიბმა მძღოლებზე, შეკვეთების დამუშავება (გაფილტვრა, შემდეგ დაბეჭდვა) არჩეული მძღოლის და შესაბამისი მარშრუტის მიხედვით და ა.შ. ასევე შესაძლებელია აწყობილი მარშრუტების მიხედვით სპეციალური უყისის ("საქონლის ბრუნვების მარშრუტების მიხედვით") ნახვა, სადაც მარშრუტის იერარქიის თითოეულ დონეზე ხდება საქონლის გაყიდული და დაბრუნებული რაოდენობების და თანხების აჯამვა.
პასუხისმგებლის მიბმა ოპერაციებზე და სხვადასხვა ცხრილებზე
შესაძლებელია თანამშრომლის (პასუხისმგებელი) მიბმა ნებისმიერ ოპერაციაზე, ასევე საქონელზე, ორგანიზაციაზე, საწყობზე, შემდგომში ანალიზის, ძიების, დაჯგუფების მიზნით.
ანალიზი/შედეგები
დარიექსში წარმოდგენილია ანალიზის მრავალფეროვანი საშუალებები დაყოფილი შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ესენია: საქონელი, სალარო, ბანკი, მომწოდებელები, მყიდველები, დისტრიბუტორები და ა.შ. თვითოეული შეიცავს მინიმუმ ნაშთებს, ბრუნვებს და ბარათს. ასევე არის თითოეული ოპერაციის ანალიტიკური უწყისი. ყველა ეს უწყისი შეიცავს შედეგების სანახავი დიაპაზონის მითითების საშუალებას.
ჯამური გაყიდვები საქონლის მიხედვით
საქონლის თვითღირებულების ანალიზი შემოსვლების მიხედვით
შეძენების მიხედვით თვითღირებულების ანალიზი
ოპერაციების დამოწმების ფუნქცია
დარიექსში ნებისმიერ ოპერაციას შესაძლებელია მოვუნიშნოთ "დამოწმების" მოსანიშნი, რაც ნიშნავს,რომ დამოწმებული ოპერაციის ვერც წაშლას და ვერც კორექტირებას ვერ შეძლებს ვერცერთი მომხმარებელი მანამდე,სანამ შესაბამის ოპერაციას არ მოუხსნით დამოწმებას. დამოწმების მოხსნა/არ მოხსნის და ასევე ავტომატური დამოწმების მართვა ხდება შესაბამისი უფლებებით, რომელიც ენიჭება მომხმარებელს
მომხმარებლები და უფლებები
დარიექსში გათვალისწინებულია მრავალი მომხმარებლის დამატების საშუალება. პროგრამაში შესვლა ხდება აუცილებლად რომელიმე მომხმარებლით. პროგრამას ავტომატურად მოჰყვება ერთი მომხმარებელი – ადმინისტრატორი, რომლის წაშლაც შეუძლებელია და მას გააჩნია მაქსიმალური უფლებები (ამ უფლებების შეზღუდვაც შეუძლებელია). პროგრამაში ყველა მომხმარებლის საკუთარი ექაუნთით შესვლა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი დადგინდეს, თუ რომელმა მომხმარებელმა რა ოპერაცია შეასრულა და როდის, გარდა ამისა ასევე შესაძლებელია მომხმარებლებს შეუზღუდოთ პროგრამასთან მუშაობის უფლებები.
შეგიძლიათ ასევე ნახოთ მიმდინარე მომენტში თუ ვინ მუშაობს პროგრამასთან
უფლებების აწყობა და მინიჭება მომხმარებელზე;
დარიექში შესაძლებელია აიწყოს ორი ტიპის უფლებები: ზოგადი (მენიუები, საოპერაციო პერიოდი, ფუნქციები) და ცხრილებზე მოქმედებების უფლებები და შემდეგ ეს უფლებები მიენიჭოს ნებისმიერ მომხმარებელს (გარდა ადმინისტრატორისა). ზოგად უფლებებში შედის: თუ რომელი მენიუები დაინახოს მომხმარებელმა, რა საოპერაციო პერიოდით იმუშაოს და ასევე სხვა ფუნქციების შეზღუდვა (როგორიცაა ბეჭდვის აკრძალვა, ექსპორტის აკრძალვა, ზედნადების/ანგარიშ–ფაქტურის ატვირთვის, ან ჩამოტვირთვის აკრძალვა, სხვა მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების კორექტირების აკრძალვა და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ასევე შესაძლებელია რამოდენიმე აწყობილი უფლების მინიჭება ერთიდაიგივე მომხმარებლისთვის.
ცხრილების უფლებებში შედის: ნებისმიერი ცხრილის (ან სქემის, ან პროცედურის) წაკითხვის, დამატების, კორექტირების, წაშლის, აკრძალვა. ასევე კონკრეტულად რომელიმე ველების კორექტირების აკრძალვაც.
ცვლილებების ჟურნალი
დარიექსში ყოველი მოქმედება, რაც შეეხება ოპერაციებს და ძირითად ცხრილებს (საქონელი, ორგანიზაციები) ინახება მოქმედებების ჟურნალში. რომელმა მომხმარებელმა როდის, რა ოპერაცია გააკეთა (დაამატა, წაშალა, გააკორექტირა) შეგვიძლია ვანახოთ ამ ჟურნალის დახმარებით, აქვე ინახება ასევე იმ კომპიუტერის სახელი, რომლიდანაც ეს მოქმედება შესრულდა. კორექტირების შემთხვევაში ინახება ყველა ის მნიშვნელობა, რომელიც კორექტირებამდე იყო, ხოლო წაშლისას ინახება ყველა ველის მნიშვნელობა, ასე რომ, შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა ოპერაცია წაიშალა.
მონაცემების ექსელში ექსპორტი/ ექსელის შაბლონები
დარიექსიდან ნებისმიერ სიაში გათვალისწინებულია ექსელში მონაცემების ექსპორტი ზუსტად ისეთი სახით, როგორსაც უყურებთ დარიექსის სიებში და ეს ხდება ერთ ღილაკზე დაჭერით.
თუმცა მხოლოდ ეს არაა. დარიექსში შესაძლებელია მონაცემების ექსელში გატანა წინასწარ აწყობილი შაბლონის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიაზე შესაძლებელია აწყობილი შაბლონის მიბმა და მონაცემების ექსელში გატანა შაბლონში აწყობილი სახით.
მრავალენოვანი ინტერფეისი
პროგრამაში გათვალისწინებულია მრავალენოვანი ინტერფეისის მხარდაჭერა.
შეტყობინებების მოქნილი სისტემა
პროგრამაში სხვადასხვა ეტაპზე და სიტუაციაში გამოდის შეტყობინებები, რომლებიც ვიზუალურად საკმაოდ გასაგები და ეფექტურია და შესაბამისად, მიზნად ისახავს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმატიულობას, იყენებს რა მდიდარ ვიზუალურ ელემენტებს
კოპირება და ჩასმა
დარიექსში გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგია მონაცემების კოპირების და ჩასმის სხვა პროგრამიდან დარიექსში, ან დარიექსის ერთი ეკრანიდან მეორეში. ეს ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს ექსელიდან (ან სხვა პროგრამიდან, ან თვითონ დარიექსის რომელიმე სიიდან) დარიექსის რომელიმე ოპერაციაში (მაგალითად შეძენა, გაყიდვა, შიდა გადაზიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა და ასე შემდეგ) ან სიაში (მაგალითად სასაქონლო სია, მყიდველები, მომწოდებლები და ა.შ.) გადავიტანოთ მონაცემები მასიურად (მანამდე მარტივად დავამუშავოთ). ამ ინსტრუმენტის გამოყენებითვე ხდება სვეტების მინიჭება (ანუ წყაროს რომელი სვეტი დანიშნულების რომელ სვეტში წავიდეს). შესაძლებელია ასევე ეს ფუნქცია გამოვიყენოთ მონაცემების პაკეტური კორექტირებისთვის (თუ ჩასმისას მიუთითებთ იდენთიფიკატორ ველ(ებ)ს პროგრამა დამატების ნაცვლად მოძებნის ამ ველ(ებ)ით შესაბამის ჩანაწერებს და გააკორექტირებს, ხოლო თუ ვერ მოძებნის- დაამატებს)
სიებში ფილტრაციის ინსტრუმენტი
პროგრამის კიდევ ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სიებში ფილტრაციის უნივერსალური ინსტრუმენტი, რითაც შესაძლებელია სიაში შემავალი ნებისმიერი სვეტით ფილტრის აწყობა ვიზუალურად. შემდეგ ამ ფილტრების დამახსოვრება (სახელის დარქმევით) და შემდგომში ამ ფილტრების ჩატვირთვა. ასევე გათვალისწინებულია მონიშნული მნიშვნელობებით ავტომატური ფილტრის ფორმირების ფუნქცია.
ფილტრის აწყობისას შეგვიძლია ნებისმიერი სვეტის მნიშვნელობას მიუყენოთ შემდეგი პირობები: უდრის, არ უდრის, იწყება, მთავრდება, შეიცავს, არ შეიცავს, მეტია (რიცხვით და თარიღის ველებს), ნაკლებია (რიცხვით და თარიღის ველებს).
სიებში ძიების ინსტრუმენტი
ასევე გათვალისწინებულია სიებში ძიების მოქნილი ინსტრუმენტები. შესაძლებელია ძიება როგორც ცალკე ეკრანის გაღებით, ასევე სიაში პირდაპირი ძიებით. შესაძლებელია ძიების მიმართულების მითითება, ასევე კონტექსტური ძიება,
ეკრანზე არსებული ნებისმიერი სიის ბეჭდვა
პროგრამაში გათვალისწინებულია ნებისმიერი სიის დაბეჭდვა სვეტების იმ თანმიმდევრობით და სიგანით, როგორსაც ეკრანზე ხედავთ, ანუ ეკრანზე სიის სვეტების გამოჩენა/გაქრობით, გადაადგილებით და სიგანის რეგულირებით შესაძლებელია შესაბამისი რეპორტის მიღება ნაბეჭდი სახით. შესაძლებელია ასევე რეპორტის ორიენტაციის (Portrait, Landscape) მითითება. ნაბეჭდ ფორმაში ასევე გადის ჯამებიც (თუ ძირითად სიას გააჩნია იგი)
სურათების მიბმა სხვადასხვა ცხრილებზე
შესაძლებელია სურათები მიებას სხვადასხვა სიებს: საქონლის, ორგანიზაციის, თანამშრომლის, სატრანსპორტო საშუალებების ჩანაწერებს, რაც გამოიყენება ამა თუ იმ ჩანაწერის შემდგომში იდენთიფიცირებისთვის. სურათის მიბმა შეიძლება როგორც ფაილიდან, ასევე ვებ კამერიდან და კოპირების და ჩასმის გამოყენებითაც. (შესაძლებელია ასევე ბაზაში დამახსოვრებისას გამოსახულების სიგრძე/სიგანის მითითებაც)
დოკუმენტების მიბმის ფუნქცია
შესაძლებელია ნებისმიერ ოპერაციას მივაბათ ნებისმიერი რაოდენობის დოკუმენტის ფაილი (Microsoft Excel–ის, Microsoft Word-ის, Portable Document Format (.PDF), ტექსტური ფორმატის .txt; .log, .HTML, .XML, გამოსახულების ფაილები .jpg;.Jpeg; .Tif; .Gif; .Bmp; .Png და ა.შ.). ეს დოკუმენტები ინახება მონაცემთა ბაზაში და მიყვება ბაზას ტრასპორტირებისას (ასლის აღება/აღდგენისას).
შესაძლებელია ამ დოკუმენტების ნახვა (როგორც დარიექსშივე წინასწარი ხედვის რეჟიმში, ასევე როგორც ცალკე ფაილი), წაშლა, ფაილად შენახვა, სხვა დოკუმენტით ჩანაცვლება.
სიებში კავშირებზე გასვლის ინსტრუმენტი
სიებში კავშირებზე გასვლა გულისხმობს ერთი სიიდან არჩეული ჩანაწერ(ებ)ის მიხედვით სხვა აზრობრივად დაკავშირებულ სიებზე გასვლას (როდესაც მონიშნული ჩანაწერის მიხედვით დაკავშირებულ სიაში ხდება ჩანაწერების გაფილტვრა და ისე გასვლა ამ სიებზე). მაგალითისთვის შეიძლება განვიხილოთ ნაშთების სია, სადაც არჩეული საქონლის ნაშთის წარმომავლობის დასადგენათ შეგვიძლია გამოვიყენოთ სწორედ ეს კავშირებზე გასვლა, ანუ თუ ეს ნაშთი გამოიწვია შეძენის, გაყიდვის და დაბრუნების ოპერაციამ, ამას გვაჩვენებს ეს კავშირების მენიუ და შეგვიძლია იმ შესაბამის ოპერაციებზეც (პირველწყაროზე) გავიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ეკრანებში კავშირების მენიუს ქვეშ სხვადასხვა ქვემენიუები ჩამოიშლება იმისდა მიხედვით, თუ რა სიაზე ვდგავართ.
სიებში სტილის აწყობის და დამახსოვრება/ჩატვირთვის ინსტრუმენტი
თითოეულ სიას დარიექსში გააჩნია თავისი სტილი, რომელსაც პროგრამა იმახსოვრებს ეკრანის დახურვისას და შემდეგში გახსნისას უკან ჩატვირთავს. სტილში იგულისხმება სიაში სვეტების თანმიმდევრობა, მათი გამოჩენა/გაქრობის მდგომარეობა, ფიქსირება, სვეტის სიგანე, მნიშვნელობის მიჯრა, ფონტი (დასახელება, ზომა. სტილი), ფორმატი, ფერები ( სახის, მონიშნული სახის, ფონის და მონიშნული ფონის) და ა.შ.
სტილი ენიჭება არამარტო სვეტებს, არამედ სტრიქონების ქუდს, სვეტების ქუდს და ალტერნატიულ ჩანაწერებსაც.
სიებში ექსპორტ/იმპორტის (xml) ინსტრუმენტი
დარიექსში ასევე ჩადებულია მონაცემების (ძირითადად რთული ოპერაციების) ექსპორტი/იმპორტი xml ფორმატში. შესაძლებელია მონიშნული ჩანაწერები გავაექსპორტოთ როგორც ფაილში (მაგალითად სხვა კომპიუტერზე იმპორტისათვის), ისე მეხსიერებაში.
სხვადასხვა ბაზებთან მუშაობის შესაძლებლობა. ბაზების სიის მართვა
ბაზების სიის აწყობის შესაძლებლობა;
ახალი ბაზის გახსნა;
არსებულ ბაზასთან დაკავშირება;ჩამონათვალში დროებით დამალვა;
ბაზისთვის კომენტარის მითითების საშუალება;
მითითებული სერვერიდან ყველა არსებული ბაზის კავშირის შექმნის შესაძლებლობა;
პროგრამის განახლება ინტერნეტიდან (ახალი ვერსიის გადმოწერა და დაყენება)
ვინაიდან პროგრამა განიცდის მუდმივ განვითარებას და შესაბამისად კომპანია დარიექსი რეგულარულად უშვებს ახალ ვერსიებს ახალი ფუნქციებით და არსებულის დახვეწით , ამიტომ მომხმარებელმა სასურველია, რომ განაახლოს პროგრამა შეძლებისდაგვარად, მითუმეტეს, რომ ამისათვის იზრუნა კომპანია დარიექსმა და პროგრამის განახლება ძალზედ გაამარტივა და შედეგად მივიღეთ, რომ პროგრამა ერთი ღილაკის დაჭერით აკეთებს ინტერნეტიდან ახალი ვერსიის მოქაჩვას და დაყენებასაც. (თუმცა ასევე შესაძლებელია პროგრამის განახლება ისეთ კომპიუტერებზე, სადაც ინტერნეტი არაა, ეს ხდება დარიექსის საიტიდან ხელით განახლების პაკეტის მოქაჩვით, შემდეგ შესაბამის კომპიუტერზე რომელიმე ინფორმაციის მატარებლით გადაწერით და იქ დაინსტალირებით)
ასლის აღება/აღდგენა (ისტორია)
დარიექსში გათვალისწინებულია ასლის აღების და აღდგენის მოქნილი ინსტრუმენტები. პროგრამასთან მუშაობისას აუცილებელია რეგულარულად აიღოთ მონაცემების ასლები, რათა თავიდან აიცილოთ მონაცემების დაკარგვის საშიშროება. ვინაიდან შესაძლოა სხვადასხვა გარე სუბიექტური მიზეზების გამო (ვირუსი, ოპერაციული სისტემის დაზიანება, კომპიუტერის დაზიანება და ა.შ.) მონაცემები დაზიანდეს, ან დაიკარგოს, აუცილებელია, რომ მონაცემების ასლი შეინახოთ რაიმე გარე მოწყობილობაზე, ან სხვა კომპიუტერზე. ასლის აღება და აღდგენა დარიექსში ძალზედ მარტივადაა გადაწყვეტილი და არ მოითხოვს მომხმარებლისაგან განსაკუთრებულ ცოდნას. პროგრამაში ასევე არის ასლის აღების და აღდგენის ისტორიის ნახვის შესაძლებლობა.
კვალიფიციური ოპერატიული ტექნიკური დახმარება
კომპანია დარიექსი პროგრამულ პროდუქტთან ერთად გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ დახმარებას. ეს შეიძლება იყოს მოშორებული დახმარება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ან დახმარება ტელეფონით, ან ელ.ფოსტით, ან ადგილზე მისვლით.
დამატებითი თვისებები
დამატებითი თვისებების გამოყენებით შესაძლებელია თქვენთვის სასურველი და საჭირო ინფორმაცია დაამატოთ და შეინახოთ დარიექსის ძირითად მონაცემებთან ერთად. ამით გეძლევათ შესაძლებლობა საქონლის, ორგანიზაციების, თანამშრომლების, დისტრიბუტორების, პიროვნებების, მარშრუტების, ვალუტების, საწყობების და ა.შ. სიებს, ასევე სხვადასხვა ოპერაციების სიებს დაუმატოთ სასურველი "დამატებითი თვისებები" და შემდეგ ეს თვისებები შეავსოთ სასურველი მნიშვნელობებით (რიცხვითი, თარიღის, სიმბოლური, ლოგიკური, სია)
საქონლის ეტიკეტების ბეჭდვა
ელექტრონული სასწორების მხარდაჭერა
სტატისტიკის ზოლი სიებში
ფასდაკლების (დაგროვებადი) ბარათების მხარდაჭერა
საქონელზე ინდივიდუალურად არჩეული ვალუტის მიხედვით მეორე თვითღირებულების აღრიცხვა
Offline მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა