მთლიანი საინსტალაციო პაკეტის გადმოწერის შემდეგ გაუშვით ფაილი Setup_d.exe.

გაიღება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ ინტერფეისის ენა (ქართული ან ინგლისური).

 

1

 შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „კარგი“.

 

 გაიღება შემდეგი ეკრანი სადაც უნდა აირჩიოთ დასაყენებელი კომპონენტები:

2

თუ ერთკომპიუტერიან ვერსიას ან ქსელური ვერსიის სერვერის მხარეს ვაყენებთ დატოვეთ "ყველა კომპონენტის დაყენება",
ხოლო თუ ქსელური ვერსიის კლიენტის მხარეს ვაყენებთ მაშინ აირჩიეთ "ქსელური ვერსიის კლიენტის მხარე"

 

 3
გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს „წინ >“.

>> თუ პროგრამას აინსტალირებთ Windows 10 ოპერაციულ სისტემაში მაშინ შესაძლოა (თუ ეს კომპონენტი არ არის მანამდე დაყენებული) გამოვიდეს შემდეგი ეკრანი:

3 1
ასეთ შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს "Download and install this feature"

>> ამის შემდეგ, თუ სერვერის მხარეს აინსტალირებთ მაშინ გამოვა მონაცემთა ბაზის ინსტალაციის ეკრანები, რომელთაც რაიმე რეაგირება მომხმარებლის მხრიდან არ სჭირდება და თვითონვე დაიხურება დასრულების შემდეგ.

ამის შემდეგ დაიწყება დამატებითი კომპონენტების ჩამოტვირთვა, რის შემდეგადაც გაიღება სალიცენზიო შეთანხმების ეკრანი:

 6

 გამოსულ ეკრანზე ყურადღებით წაიკითხეთ „პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო ხელშეკრულება“, თუ ეთანხმებით, აირჩიეთ „მე ვეთანხმები ამ შეთანხმებას“ და დააჭირეთ ღილაკს „წინ“.

 

 

7

 შემდგომ ეკრანში აირჩიეთ მარშრუტი სადაც გინდათ რომ დაყენდეს დარიექსის პროგრამა. რეკომენდირებული დატოვოთ ის მისამართი, რომელიც გამზადებული დაგხვდათ და დააჭირეთ ღილაკს „წინ >“.
ამის შემდეგ მოხდება უშუალოდ პროგრამის ინსტალაცია და ბოლოს გამოვა შემდეგი ეკრანი:

 

 

 8

ეს ეკრანი გვაუწყებს რომ დარიექსის პროგრამა წარმატებით დაინსტალირდა. თუ მონიშნავთ „გაუშვი DarieX“–ს და დააჭერთ ღილაკს „დასრულება“ საინსტალაციო პაკეტის ეკრანი დაიხურება გაეშვება დარიექსის პროგრამა.

სადემონსტრაციო ვერსიის დაინსტალირების შემდეგ პროგრამის პირველი გაშვებისას ავტომატურად გაიხსნება ტესტური ბაზა მომხმარებლის დასახელების და პაროლის გარეშე. პროგრამა ავტომატურად შევა ახალშექმნილ ბაზაში და პირველ შესვლაზე გამოვა შეკითხვა: "შევავსოთ სადემონსტრაციო მონაცემები?" და თანხმობის შემთხვევაში პროგრამა თვითონ შეავსებს სატესტო მონაცემებს.
8 1

 

შემდგომი გაშვებისას პროგრამაში შეგიძლიათ შეხვიდეთ მომხმარებლის დასახელების და პაროლის მითითების გარეშე "კარგი" ღილაკზე დაჭერით.

8 2

 


 

ახალი ბაზის გახსნა

ახალი მონაცემთა ბაზის გახსნისათვის საჭიროა პროგრამის გაშვების შემდეგ გამოსულ ეკრანზე ("პროგრამაში შესვლა") ავირჩიოთ „ბაზების სია“

9

 . 

გაიხსნება ეკრანი „მონაცემთა ბაზასთან კავშირების მართვა“. დავაჭიროთ ღილაკს "დამატება".

10

 

ჩამოიშლება მენიუ სადაც ავირჩევთ „ახალი ბაზის შექმნა“ 

11

 

 

 გაღებულ "მონაცემთა ბაზასთან კავშირის" ეკრანში ჩავწეროთ ბაზის დასახელება და კომენტარი.

12

 

 

 
შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "კარგი" რაც შექმნის ახალ ბაზას, ხოლო ქსელური ვერსიის შემთხვევაში საჭიროა გადახვიდეთ ბარათზე „დამატებითი“ და იქ მიუთითოთ სერვერთან კავშირის ინფორმაცია (სერვერის დასახელება, მონაცემთა ბაზის დასახელება და ა.შ.) 

13

 

 

როგორც ხედავ ახალი მონაცემთა ბაზა დასახელებით NewDB წარმატებით შეიქმნა. ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა ახალ ბაზაში.

14

 

 

 

 

 

 

Language

Google Translate Widget by Infofru

Author Site Reviewresults